- ტოლერანტობა
- • ,,ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის” თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ), ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.” ტერმინის ,,ტოლერანტია” (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი: 1. მდგრადობა, ამტანობა 2. შემწყნარებლობა; 3. დაშვება, დასაშვები გადახრა. განსაკუთრებით საინტერესო ტოლერანცე-ს (ინგლ.) მნიშვნელობათა სპექტრია, რომელიც ინგლისურრუსულ ფსიქოლოგიურ ლექსიკონში გვხდება: შეძენილი მდგრადობა; გაურკვევლის, უცნობის მიმართ მდგრადობა; კონფლიქტის წინაშე მდგრადობა; მდგრადობა ქცევითი გადახრისადმი. ეს განსაზღვრებები გულისხმობს განსხვავებული ნაციონალობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, სოციალური ან ეთნიკური წარმომავლობის, საკუთრების და ზოგადად სხვის მიმართ დამთმენ დამოკიდებულებას. გაუმართლებელი იქნებოდა ტოლერანტობის მხოლოდ პასიურ შემწყნარებლობამდე დაყვანა, ვინაიდან ტოლერანტობა - ეს არის კულტურებში, რელიგიებსა და ანთროპოლოგიურ ტიპებში გამოხატული მსოფლიოს მრავალფეროვნებით გამოწვეული სიყვარული. აქ მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებობს: აუცილებელია, მრავალფეროვნებამ არ გადალახოს ჰუმანიზმის საყოველთაო ნორმის საზღვარი, რომელიც კაცობრიობის ერთგვარი კონსესუსია ამ უკანასკნელთან დაკავშირებით. ტოლერანტობა გულისხმობს კომპრომისს, მაგრამ არა - უპრინციპობას, ანუ როგორც ნეტარი ავგუსტინე იტყოდა: მთავარში - ერთობა, საკამათოში - თავისუფლება, ყველაფერში - სიყვარული”.Source: ნოვიკი ბენიამინ, ტოლერანტობის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები/ სოლიდარობა \#3’06/ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/2006 წ.,• XVI საუკუნეში ლათინურ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში დამკვიდრდა და კონფესიურ განხეთქილებას დაუკავშირდა. ამ კონტექსტში მან, უპირველეს ყოვლისა, სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა მიმართ შემწყნარებლობის ვიწრო მნიშვნელობა შეიძინა. XVI-XV საუკუნეებში რელიგიური ტოლერანტობა უკვე სამართლებრივ ცნებად გვევლინება. მთავრობები გამოსცემენ ტოლერანტულ აქტებს, რომელიც სახელმწიფო მოხელეებსა და მართლმორწმუნე მოსახლეობას რელიგიურ უმცირესობებთან: ლუთერანებთან, ჰუგენოტებთან, პაპისტებთან მიმართებაში ტოლერანტულ ქცევას აკისრებს.განსხვავებული რწმენის ადამიანებისა და მათი პრაქტიკის ადმინისტრაციული ფორმით შეწყნარების სამართლებრივი აქტები დღემდე განსაზღვრავენ ტოლერანტული დამოკიდებულების მოთხოვნას ჩაგრული და დევნილი რელიგიური გაერთიანებების წევრების მიმართ. ინგლისური ენა უფრო მკაფიოდ განასხვავებს ტოლერანტობას (,,tolerance“), როგორც ქცევის ნორმასა თუ სიკეთეს და ტოლერანტობას (,,toletation“), როგორც სამართლებრივ აქტს, ვიდრე გერმანული ენა.Source: თავისუფლება №11(35) - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.,• ლათინურად „ტოლერე“ ნიშნავს „ატანას“.Source: სოლიდარობა №1,– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,–2006
Georgian encyclopedia. 2013.